Dmitri Ivanenko


Author: კადეტი დ.ლეჟავა 



დიმიტრი დიმიტრის-ძე ივანენკო

საბჭოთა თეორიკოს-ფიზიკოსი(физик-теоретик).
ფიზიკურ-მათემატიკური მეცნიერებების დოქტორი.
1943 წელს МГУ-ს ფროფესორი.
სტალინის პრემიის ლაურიატი.
შრომის წითელი დროშის ორდენის მფლობელი.
პროტონისა და ატომის მოდელის შემქმნელი. 



  ბიოგრაფია

დიმიტრი  ივანენკო დაიბადა 1904 წლის 29 ივლისს, ქალაქ პოლტავაში. 
მამა პროფესიით იყო ჟურნალისტი, ხოლო დედა მასწავლებელი.
სწავლობდა პოლტავის ვაჟთა გიმნაზიაში, სადაც მან ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად ორი კურსი გაიარა და 15 წლის ასაკში უკვე მეშვიდე კლასში აღმოჩნდა. ამ ასაკში ის იწყებს შრომით საქმიანობას საქალაქო ბიბლიოთეკაში. 
16 წლის ასაკში ამთავრებს საშუალო სასწავლებელს და მასწავლებლობას იწყებს პოლტავას საშუალო სასწავლებელში. პარალელურად სწავლას აგრძელებს პოლტავას პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. პირველი კურსის დასრულების შემდეგ ის აგრძელებს სწავლას ЛГУ-ში (СПБГУ), რომელსაც ამთავრებს 1927 წელს. (Митрофанов)
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ივანენკომ მუშაობა დაიწყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში.
1929-1935 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში.
1935-1936 სასწავლო წლიდან მუშაობდა ტომსკის უნივერსიტეტსა და ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში.
1939-1943 წლებში სვერდლოვსკის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მუშაობდა. 
1943 წლიდან ივანენკო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორია. და ა.შ. 
1935 წლის 25 თებერვალს დააპატიმრეს და სპეციალური კრების (НКВД - Народный Комиссариат Внутренних Дел)გადაწყვეტილებით, ივანენკოს იმავე წლის 4 მარტს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, იმის გამო რომ ის ჩათვალეს, როგორც "სოციალურად საშიში ელემენტი" და ლენინგრადიდან გადაიყანეს კარაგანდაში იძულებითი შრომის ბანაკში. 
1935 წლის 30 დეკემბერს იმავე სპეციალური კრების ახალი დადგენილებით, დიმიტრი გადაასახლეს ტომსკში იმავე ვადის დასრულებამდე. აქ ის მუშაობდა СФТИ-ის (Сибирский Физико-Технический Институт) უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 
გათავისუფლების შემდეგ ის კიდევ ბევრჯერ იცვლის სამუშაო ადგილს. ძირითადად ის თეორიული ფიზიკის კათედრის პროფესორის თანამდებობებზე იდგა.  
1961 წელს დიმიტრი იყო საბჭოთა გრავიტაციის კომისიის ორგანიზატორი. (სწორედ ის იყო პირველი რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა გაემართათ გრავიტაციული კონფერენცია.)
დიმიტრი დიმიტრის-ძე ივანენკო გარდაიცვალა 1994 წლის 30 დეკემბერს. დაკრძალულია მოსკოვში კუნცევსკის სასაფლაოზე.
დიმიტრი ივანენკოს შრომები
მეცნიერული მოღვაწეობა ივანენკომ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. იგი მაშინვე ჩაება კვანტური მექანიკის განვითარების საქმეში, მას შემდეგ მან კვლევის ფართო ციკლი შეასრულა ბირთვულ ფიზიკაში, რელატივისტურ კვანტური თეორიაში, ველის თეორიაში, გრავიტაციის თეორიაში და ა.შ. ივანენკომ გამოკვლევების ერთი სერია მიუძღვნა ამჩქარებლების ულტრარელატივისტური ელექტრონების გამოსხივებას. 
1932 წლის 28 მაისს, ჟურნალ „Nature“-ში გამოქვეყნდა ახალგაზრდა საბჭოთა ფიზიკოსის დიმიტრი ივანენკოს სტატია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ატომის ბირთვის ახალი მოდელი. ერთი თვის შემდეგ ბირთვის ანალოგიური მოდელი წამოაყენა გერმანელმა ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა. თანამედროვე ფიზიკურ ლიტერატურაში ამ მოდელს ივანენკო-ჰაიზენბერგის მოდელი ეწოდა. ამ ბირთვის პროტონ-ნეიტრონულმა მოდელმა მრავალ გამოცდას გაუძლო და დღსაც მთავარ დასაყრდენს წარმოადგგენს ყველა მკვლევარისათვის ბირთვულ ფიზიკაში.

დიმიტრი ივანენკო და საქართველო

დიმიტრი ივანენკომ არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ფიზიკოსთა მეცნიერულ ზრდა-განვითარებაში. იგი კონსულტაციას უწევდა პროფესორ  დ. ღოღობერიძეს, მასთან საასპირანტო წვრთნას გადიოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვ. მირიანაშვილი. ასევე მისი მოსწავლე გახლდათ გენადი სარდანაშვილი. 

 



Комментариев нет:

Отправить комментарий