ისააკ ნიუტონი


Authors: კ-ტი თ.კაპანაძე და კ-ტი გ.მამანიშვილი  


ისააკ ნიუტონი

  • ისააკ ნიუტონი, ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი  დაიბადა 1643 წლის 4 იანვარს სულსთროფში, ფერმერის ოჯახში. 12 წლის ნიუტონმა სწავლა გრენთემის სკოლაში დაიწყო. 1661-დან 1665 წლამდე სწავლობდა  კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯში,რომლის დამთავრების შემდეგ მან მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი. 
  • ნიუტონი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მე-17 საუკუნის მეცნიერულ რევოლუციაში. ნიუტონის შემოქმედებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი „ნატურალური ფილოსოფოიის მათემატიკური საწყისებს“ უჭირავს. მასში შესულია ნიუტონის მოძრაობის  და უნივერსალური გრავიტაციის კანონები,  ასევეკ ლასიკური მექანიკის კანონები .ალგებრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი  ითამაშა ნიუტონის მიერ აღმოჩენილმა ციფრების ბინომური გადაშენების შესაძლებლობამ, ასევე ნიუტონის ახალმა მეთოდმა განტოლებიდან ფესვის ამოღებასთან დაკავშირებით ბევრად გაამარტივა რთული ასეთი გამოთვლები.
  • 1672 წელს ისააკ ნიუტონმა ექსპერიმენტულად აღმოაჩინა სინათლის დისპერსია.ეს მოვლენა განპირობბულია ნივთიერების გარდატეხის მაჩვენებელსა და ტალღის სიგრძეს შორის დამოკიდებულებით.სინათლის დისპერსიის ყველაზე ნათელი მაგალითია თეთრი ფერის პრიზმაში გატარების შედეგად დაშლა.დისპერსიის მოვლენის არსს წარმოადგენს სხვადასხვა სიგრძის ტალღის სხივების გავრცელების სხვადასხვანაირი სიჩქარე ოპტიკური გარემოში.წითელ ფერს მაქსიმალური სიჩქარე და მინიმალური გარდატეხის კუთხე ,ხოლო იისფერს პირიქით.

  • ჩვილი ნიუტონი იმდენად პატარა იყო რომ 3 ლიტრიან ქილაში ეტეოდა.
  • ისააკი 3 წლის ასაკში დედამ მიატოვა,და ის ბებიამ გაზარდა
  • მან სახლის დაწვა სცადა როდესაც დედამისი და მისი მამინაცვალი შიგნით იყვნენ
  • დედას უნდოდა რომ ნიუტონი ფერმერი გამოსული იყო
  • მას სკოლაში ჩაგრავდნენ იმიტომ,რომ ის წყნარი და ჩუმი იყო
  • ბიძამისი დაეხმარა მას ტრინტის კოლეჯში ჩასაბარებლად
  • 27 წლის ასაკში ის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა
  • ის რელიგიაზე და ალქიმიაზე უფრო მეტს წერდა ვიდრე მეცნიერებაზე
  • ის ინგლისის პარლამენტის წევრი იყო 1 წლით


  • ისააკ ნიუტონი გარდაიცვალა 1727 წლის 31 მარტს .ის დაკრძალულია ვესტმინისტერის სასახლეში.მისი ბოლო სიტყვები იყო  „ჭეშმარიტების ოკეანე სრულიად გამოუკვლეველი დარჩა“

  • ნიუტონის საფლავის ქვას ლონდონის ვესტმინისტერის სააბატოში ამშვენებს წარწერა : „ აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი , აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა,  კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა.ბუნების წარსულის და წმინდა წერილის მუყაითი, ბრძენი და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოსფიიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას“


Комментариев нет:

Отправить комментарий